|
2025-03-25 13:17:41, 575 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით
ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში - ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ - მათი სიარული ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ცხოველის ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გერმანიის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ეს ყველაფერი მომდინარეობს ისევ და ისევ იმ ძალებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ უწოდებს, ხოლო „ქართული ოცნება“ „გლობალური ომის პარტიას“. „სამწუხაროდ, ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ - მათი სიარული ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ცხოველის ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე. ადამიანები საუბრობენ სანქციებზე და აწესებენ, მაგრამ ვერ მიხვდნენ ერთ რამეს, რომ ამ სანქციებს თავისი შედეგი უნდა ჰქონდეს და ამავდროულად, დამაშინებელი ეფექტის მქონე უნდა იყოს. ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მომდინარეობს ისევ და ისევ იმ ძალებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ უწოდებს, ხოლო ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“. როცა ჩვენი გუნდის ლიდერები საუბრობდნენ, რომ მომავალში, ევროპიდან, „დიფ სთეითიდან“ ზეწოლა გაძლიერდებოდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის თვალსაზრისით, ამის მაგალითებს ყველგან ვხედავთ. ამის მაგალითია - ბალტიელებისა და სკანდინავიელების მიერ გადაწყვეტილებები. შედეგი ერთი და იგივეა - არავის აინტერესებს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. უბრალოდ, ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტია, როცა რაღაც საკითხებზე ყველანაირი საფუძვლის გარეშე მსჯელობენ და ქვეყნის შიდა საქმეებში ხელებს აფათურებენ. ასეთ ქმედებებს თავი დაანებონ, რადგან ქართველი ხალხისგან ღირსეულ პასუხს მიიღებენ”,- განაცხადა გორდულაძემ. ცნობისთვის, გერმანიამ საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე პასუხისმგებელ" ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)