11:58 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 09:59:57, 421 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - დღეს ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამის საფასურს აუცილებლად გადაიხდის

დღეს ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამის საფასურს აუცილებლად გადაიხდის,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა.

ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის და მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, გაერთიანდნენ თეირანის წინააღმდეგ.

"ეს თავდასხმა ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში. ისინი უნდა დადგნენ ისრაელის გვერდით. არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი ტირანიასა და თავისუფლებას შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მძევლების დაბრუნებას და უზრუნველვყოთ ჩვენი არსებობა, ჩვენი მომავალი“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზურაბიშვილი საპატრიარქოს - კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე დუმილი ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics