2022-09-06 04:32:10, 1616 ნახვა
სამართალი
სამართალწარმოება დაიწყო ბათუმში გადაღებულ ვიდეოზე, რომელშიც ქალის შევიწროებაა ასახული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოცილურ ქსელ TIKTOK-ში გავრცელებულ ვოდეოში ასახულ ფაქტზე, სადაც ორი არასრულწლოვანი რუსულენოვან ქალზე ბათუმის ქუჩაში ღამით ძალადობს, ადმინისტრაციული კოდექსით დაწყებულია სამართალწარმოება. - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებაში უთხრეს. აღსანიშნავია, რომ თავად ვიდეო ამ დროისთვის წაშლილია სოციალური ქსელიდან.
მოძალადეების ვინაობა საგამოძიებო უწყებამ უკვე დაადგინა. სოციალურ ქსელ ტიკტოკში 3 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელიც ბათუმის ცენტრალურ ქუჩაში ღამითაა გადაღებული. ვიდეოში ჩანს ერთი სრულწლოვანი, რომელიც ავიწროებს და აშინებს რუსულენოვან ახალგაზრდა ქალს, მეორე პირი კი, რომელიც ვიდეოს ტელეფონით იღებს, მას ძალადობისკენ მოუწოდებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,