02:05 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 13:37:27, 1905 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მარიუპლში, რუსი ოკუპანტების თავდასხმას უკვე ათი ათასობით ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპლში რუსი ოკუპანტების თავდასხმას უკვე ათი ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ოკუპანტებს სურთ, რომ მარიუპოლი „დემონსტრაციულად განადგურებულ ქალაქად“ აქციონ.

"ყველაზე რთული ვითარებაა მარიუპოლში, ის განადგურებულია. აქ ათი ათასობით ადამიანია დაღუპული. თუმცა ამის მიუხედავად, რუსები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციას", - აცხადებს ზელენსკი. 

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი მარიუპოლი 1-ელ მარტს დაიკავეს. ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას, თუმცა ამავდროულად,  აგრესორი ქვეყნის სამხედროები კვლავ აგრძელებენ ქალაქის დაბომბვას.

ცნობისთვის, დღეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა, შესაძლოა, მარიუპოლში ფოსფორიანი საბრძოლო მასალები გამოიყენონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics