„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, ევროპის სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით დროული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ხელისუფლების თითოეულმა შტომ გარკვეულწილად დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს იმისათვის, რომ ერთმანეთი დააბალანსონ და აკონტროლონ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მერია მაქსიმალურად დაეხმარება.
პრეზიდენტის მრჩეველის პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ პრეზენტაციას არ დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანია კონსტიტუციის წერის პროცესში საზოგადოების ჩართულობას ემსახურება.
კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამ ინიციატივას მიესალმება.
„ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი გახდეს ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მივდივარ საჭყონდიდლოში. ტელევიზიას ღმერთს ვაბარებ“,-ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ თანამშრომლებთან დამშვიდობების შემდეგ განაცხადა.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ პრეზიდენტსაც აუკრძალოს გარკვეული თემების განხილვა და მსჯელობა.
,,კანონი მოსმენების შესახებ არის არაკონსტიტუციური. არასწორად მიიღეს, მათ შორის იყო პროცედურული დარღვევებიც“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
„პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა კონკრეტულად კომისიის მუშაობა, თუ რა შედეგს დადებს საბოლოოდ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, კონგოში დატყვევებული ყოფილი სამხედრო პირის, სოსო ოსურაულის გასათავისუფლებლად მუშაობა ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩემი ვიზიტი სტრასბურგში კონკრეტული საქმის განხილვას არ ემსახურებოდა“, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტის კითხვას, „იყო თუ არა უშედეგო მისი ვიზიტი სტრასბურგში „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით“.
"თქვენ თუ გგონიათ ძალიან ნიჭიერები ხართ და ისეთ შეკითხვებს მისვამთ, რომ რაღაცას მათქმევინებთ, ძალიან ცდებით", - ასე მიმართა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონიმ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.
მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი იღუმენია თამარი გამყრელიძის განცხადებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი კორუფციას, მამათმავლობას, უზნეობას და ნარკომანიას ებრძვის.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More