21:34 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 16:33:28, 1978 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია: ე.წ. მოსმენების კანონი საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას მწვანე შუქს უნთებს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ე.წ მოსმენების კანონთან  დაკავშირებით პარტიის პოზიცია პრეზიდენტის ხედვას ემთხვევა.

როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არსებითად არღვევს.

მისივე შეფასებით, კანონი  საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას მწვანე შუქს უნთებს.

"ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან კონსულტაცია ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული წუხილები გვაქვს და ჩვენი პოზიცია პრეზიდენტის ხედვას ემთხვევა.  კანონი  საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას , ადამიანის უკანონო მოსმენასა და შესაბამისად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას მწვანე შუქს უნთებს.  ასევე, საუბარი გქვონდა შესაძლო ვეტოზე და პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღბს", -აღნიშნა ხოშტარიამ.

ცნობისთვის,  საქართველოს პრეზიდენტი  საპარლამენტო ოპოზიციასთან ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს მსოფლიოს შესახებ საერთო ხედვა აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics