სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
საქართველოს მთავრობის წევრებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა.
ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლების აქციაზე დაკავებული თამარ იარაჯული სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დღეს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ( UNICEF) წარმომადგენელს საშა გრაუმანს შეხვდა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საფრანგეთის ახალ ელჩთან საქართველოში პასკალ მენიესთან და ატაშესთან ეკონომიკურ საკითხებში, ლუი ტულორჟთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამების საკათედრო
ტაძარში აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის სამოქალაქოპანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გამოფენას სახელწოდებით „ნოე რამიშვილი - 135“ დაესწრო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები, ექსტენციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ სამინისტროს სამ თანამშრომელს ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 144 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცემა,-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More