02:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 10:44:35, 471 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მინისტრთან ერთად რუსთაველის გამზირზე მთავრობის სხვა წევრები და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ.

კახა კახიშვილმა თანამშრომლებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ წარმოდგენილი ფოტოგამოფენაც დაათვალიერა.

„9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 27 წელი გავიდა.  ამავე დროს ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთიანობის დღეა. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს. სწორედ ასეთი გმირების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა. ჩვენი ვალია გვახსოვდეს მათი წვლილი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს მთავარი მიზანი - აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი სრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics