სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეცხოველეობის მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეცხოველეობის საკოლექციო ფერმა დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.