17:54 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 10:06:04, 496 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23-24 მაისს, სტამბოლში, მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში  მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ინიციატივით პირველად ტარდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 23 მაისს მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტს გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახსნიან.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სესიაზე სიტყვით მიმართავს მსოფლიოს 70 ქვეყნის ლიდერს. დაგეგმილია ასევე სიტყვით გამოსვლა მრგვალ მაგიდაზე.

სამიტზე განხილული იქნება "კონფლიქტის პრევენციისა და დასრულებისთვის პოლიტიკური ლიდერობის" „ ჰუმანიტარულ სფეროში გასატარებელი  ღონისძიებების", "სირიის კრიზისის თემა და დევნილთა პრობლემის დასაძლევად ერთობლივი და კოორდინირებული  მუშაობის" საკითხები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics