თბილისსა და ბათუმში საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის განკუთვნილი ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა.