16:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 17:16:09, 2291 ნახვა

სამართალი საზოგადოება
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ ადვოკატზე უარი თქვა - „შემდეგ პროცესზე ღმერთი დამიცავს“

ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ საკუთარი ადვოკატის აცილება მოითხოვა.

ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას ღმერთი დაიცავს.

როგორც შენგელიას ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესზე ბრალდებულმა მას მადლობა გადაუხადა და მის მომსახურებაზე უარი განაცხადა.

"ბექას უნდა მიეცა ჩვენება, პოზიციები შეთანხმებული იყო, მაგრამ დღეს ის იყო არაადეკვატური, ისაუბრა ღმერთზე, თქვა, რომ მანიფესტით შეძლებდა პატიმრების ციხიდან გამოყვანას. ამბობდა,  რომ არ სურს ადვოკატი და შემდეგზე ღმერთს მოიყვანდა და ის დაიცავდა. მან თქვა რომ, კარგი ადვოკატი ყავდა და მადლობა გადამიხადა. განაცხადა, რომ მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე არ უნდა ადვოკატი“,- განაცხადა ლალი ბიწოშვილმა.

ბიწოშვილმა აღნიშნა, რომ  ბრალდებული შეურაცხადია.  

 „დღეს ბექას ჩვენება არ მიუცია. თქვა, რომ ეთანხმება, თან არ ეთახმება. თქვა, რომ არ მოკლა, მერე მოკლა. ბექა არის შეურაცხადი. დააკავეს თუ არა ის გლდანის მე-18 ფსიქიატრიულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰყავდათ. როცა მდგომარეობა დამძიმდა, მერვე საპყრობილეში გადაიყვანეს. ჩემი აზრით, საპყრობილეში მოხდა რაღაც. ბექა შენგელია არ მანიპულირებს ის მართლა შეურაცხადია", - აღნიშნა ადვოკატმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics