კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2016 წლის თებერვალში 22.8 მლნ ლარით გაიზარდა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 22.8 მლნ ლარით (0.1%) გაიზარდა და 2016 წლის პირველი მარტისათვის 16.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.