11:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 16:04:00, 974 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი თაბუაშვილი მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მინისტერიალს დაესწრო

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, ქალაქ ვენაში, მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) ორგანიზებულ მინისტერიალს დაესწრო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის ძირითადი თემა იყო ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგების გავლენა ინვესტიციების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

მინისტერიალის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც რეფორმის პროგრესის განსახილველად და ფინანსური ანგარიშგების სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად, მოწვეული იყვნენ ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები.

მინისტერიალზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის რეფორმის მნიშვნელობაზე, ძირითად გამოწვევებზე და იმ დახმარებაზე, რომელიც შესაძლოა, მსოფლიო ბანკმა და სხვა დონორმა ორგანიზაციებმა გაუწიონ საქართველოს მთავრობას რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა პროგნოზები იმის თაობაზე, თუ რა მიღწევები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს აღნიშნული რეფორმის მიმართულებით შემდეგი მინისტერიალისთვის, რომელიც ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics