თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის საწარმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, - „შპს ახალი ქართული პროდუქტი“ რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ მენეჯერმა გიორგი ჯიბლაძემ, კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან ერთად დაათვალიერა.