|
2017-04-08 13:45:47, 2878 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი რეგიონი
კალაძე: „დარიალჰესის“ მსგავსი პროექტები საშუალებას მოგვცემს, ენერგოდამოუკიდებლობისკენ ნაბიჯები გადავდგათ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, დღეს საქართველოს ენერგეტიკისთვის, ქვეყნისთვის, ისტორიული დღეა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა „დარიალჰესის“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „დარიალჰესი“ არის საძირკველი, რეგიონის გამდიდრებისა და გაძლიერების ათვლის წერტილი. „მადლობა მინდა მოვახსენო პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს, მადლობა მინდა მოვახსენო „იბიარდს“. წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყნის განვითარების 4-პუნქტიანი გეგმა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო სწორედ ენერგეტიკული განვითარება, ასეთი ენერგეტიკული პროექტები საშუალებას მოგვცემს, ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადავდგათ ნაბიჯები. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებობს დესტრუქციული ძალები, ვისაც უნდა ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში დახატოს მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ და ვერ აღუდგებიან წინ ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, „დარიალჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დიდი სიმძლავრის ჰესია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)