ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანია JAC-ის ელექტრომობილები, შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს
JAC-ის ფირმის ელექტრომობილები შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს - აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა დღეს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანიის, „Anhui Jianghuai Automobile Co" ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრისას.