13:37 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 14:34:46, 1951 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისაგან გვაქვს სრული მხარდაჭერა

„ჩვენ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისაგან (AIIB) გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც სტრუქტურული რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრია და სწორედ საქართველოში განსახორციელებელი პროექტი ბანკის საინვესტიციო პროექტების პირველ ოცეულში მოხვდა.

ხვალ, 17 ივნისს, პირველი ვიცე-პრემიერი ხელს მოაწერს შეთანხმებას აღნიშნულ ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით. 

კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც პირველმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან დღეს ისაუბრა, თბილისი-ლარსის მიმართულებაა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, შეიძლება ორმა ბანკმაც ერთობლივად დააფინანსოს.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოა.

ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

ცნობისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილი AIIB-ის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics