მარგველაშვილი: მე არ ვარ დალხენილი ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ ეს ვალდებულება მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს
მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი,მაგრამ ეს ფუნქცია, ეს ვალდებულება მომწონს, მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა.