01:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მაია ფანჯიკიძე: პრემიერს ოკუპაციის საკითხის უფრო მძაფრად დასმა შეეძლო

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი  მაია ფანჯიკიძე   გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას აფასებს. როგორც ფანჯიკიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სამწუხაროდ,  რეალობა არ არის ისეთივე კარგი,  როგორიც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაში დაიხატა. ფანჯიკიძის მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრს  საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე  მეტი უნდა ესაუბრა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.

 

საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებები კიდევ იგეგმება

საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებები კიდევ იგეგმება. ოპოზიცია კონკრეტულ გვარებს ასახელებს, ვინც შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. 

კახი კალაძე ცოლის ძმას თანამდებობის დატოვებას ურჩევს

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე თავის ცოლის ძმას, თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს გიორგი არეშიძეს, თანამდებობის დატოვებას ურჩევს. 

პრემიერ–მინისტრის ქართული ოცნება

ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი ქართული ოცნება, – ამ სიტყვებით მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მებრძოლები მსოფლიოს საუკეთესოთა რიცხვში არიან

გაერო-ს  გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე.  მისი თქმით, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ  მზად არის, უსაფრთხო საერთაშორისო გარემოს უზრუნველსაყოფად გასცეს იმაზე მეტი, ვიდრე მოეთხოვება.

პრემიერი აფხაზებსა და ოსებს: იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როცა თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით

"ჩემი ღრმა რწმენით, არავის ძალუძს ისტორიის ხელახლა დაწერა და ჩვენი საერთო წარსულის ამოშლა; იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როცა თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით", – ასე მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აფხაზებსა და ოსებს.

პრემიერი: აბრეშუმის გზის აღდგენა აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური კავშირის გაღრმავების შესაძლებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზის აღდგენა ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობაა, - ამის შესახებ პრემიერმა გაეროს 70-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ღარიბაშვილი: ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში

„ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერი: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არ მოხდება

საქართველოს-პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთი უკანონო კონტროლის განვრცობას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე განაგრძობს, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ელჩს ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა.

 

გია ვოლსკი "რუსთავი 2"-ს მიმართავს, სრული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი "რუსთავი2"-ს მიმართავს, სრული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს.

 

ღარიბაშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ

ამ 3 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, დამთავრებული კანონის უზენაესობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

 

ხელისუფლება 2012 წლის ნოსტალგიაში ჩარჩა - პოლიტოლოგები „ოცნების“ სამ წელს აფასებენ

მოსმენებთან დაკავშირებული პრობლემები, საარჩევნო კოდექსის ვერმოგვარება, პრობლემები მართლმსაჯულებასა და სამართალდამცავ ორგანოებში, ინსტუტუციური პრობლემები, - ეს არასრული ჩამონათვალია იმის რაც ქართველი პოლიტოლოგების შეფასებით ქვეყანას „ქართული ოცნების“ მმართველობის სამი წლის თავზე ისევ აწუხებს. პოლიტოლოგები იმასაც უსვამენ ხაზს, რომ „ოცნებამ“ წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სისტემის დემონტაჟი ვერ მოახერხეს. 

დავით ბაქრაძე: „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, სამი წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო პარტნიორთან კონფლიქტში შესულიყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით ბაქრაძის შეფასებით,  „ქართულმა ოცნებამ“  ხელისუფლებაში ყოფნის სამი წლის განმავლობაში მოახერხა  ყველა საერთაშორისო პარტნიორთან კონფლიქტში შესულიყო.

 

სერგეენკო: პლატონური ურთიერთობა რომ არ გამოგვივიდეს, კარგი იქნება ომბუდსმენი მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს გაეცნოს

„ერთგვარი პლატონური ურთიერთობა რომ არ გამოგვივიდეს, კარგი იქნება თუ თვითონაც გაეცნობა მთავრობის მიერ  გადადგმულ ნაბიჯებს“, – ასე შეაფასა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სახალხო დამცველის ანგარიში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics