პრეზიდენტი: ქართველმა ხალხმა კულტურული და ინდივიდუალური თავისუფლება პოლიტიკურ თავისუფლებად უნდა აქციოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახელმწიფო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს - დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.