01:46 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 22:30:26, 635 ნახვა

პოლიტიკა
სტამბოლის მერი ქადირ თოქბაში ბათუმს სტუმრობს

დღეს სტამბოლის მერის ვიზიტთან დაკავშირებით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამოფენა და საზეიმო კონცერტი გაიმართა. გამოფენის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ქ. სტამბოლის მერი ქადირ თოქბაში.

გამოფენა „ბათუმი-სტამბოლი" ორი ქვეყნის ორ ქალაქს შორის კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. გასულ წელს თურქეთის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით 12 ბათუმელი მხატვრის 130 ნამუშევარი 1 კვირით ქ. სტამბოლში გამოიფინა.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველას 26 მაისი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე! ქართველი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს! 26 მაისი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ნამდვილი დღესასწაულია! მიხარია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმში ქალაქ სტამბოლის მერი იმყოფება. მინდა მადლობა გადავუხადო მას ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ქალაქებს შორის ურთიერთობის მხარდაჭერისათვის" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლის მერის საქართველოში პირველი ვიზიტი სწორედ დღეს, 26 მაისს, ქ.ბათუმში შედგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics