06:34 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
არსებული ინფორმაციით, მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
კობახიძის ინფორმაციით, მარნეულის 50-ე უბანზე ენმ-ს საარჩევნო პროცესის ხელოვნურად ჩაშლა აქვს განზრახული
ბიძინა ივანიშვილი: კარგი არჩევანი გავაკეთე

ხმა მივეცი საქართველოს სწორ მომავალს, - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

ცესკო ოთარ კახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

მარგველაშვილი: შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა, მოვედი და გამოვიყენე ჩემი ხმის უფლება
ისნის 66-ე და 49-ე საარჩევნო უბნებზე პიროვნება ყალბი სააკრედიტაციო მოწმობით შესვლას ცდილობდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ისნის 66-ე და  49-ე საარჩევნო უბნებზე პიროვნება ყალბი სააკრედიტაციო მოწმობით შესვლას ცდილობდა.

ქუთაისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის ზედმეტი ბეჭედი აღმოჩნდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის მაჟორიტარული ოლქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის ზედმეტი ბეჭედი აღმოჩნდა:

ცესკო პროცედურულ ხარვეზებზე საუბრობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე  საჩივარი დაიწერა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე  ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ზუგდიდში საარჩევნო უბანზე კომისიის ყოფილი წევრი პარტიიდან „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 57-ე უბანზე  საქმიანობის განსახორციელებლად,  კომისიის ყოფილი წევრი პარტიიდან „უსუფაშვილი -რესპუბლიკელები“ მივიდა და წილისყრაში მიიღო მონაწილეობა:

გორში ამომრჩეველს არჩევანის დაფიქსირება კაბინის გარეთ სურდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გორის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს  რეგისტრატორის მაგიდასთან ხმის მიცემის განხორციელების მცდელობა  ჰქონდა:

ISFED: საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა
ორგანიზაციის „მომავლის არჩევანი“ დამკვირვებელს მთაწმინდის მე-20 საარჩევნო უბანი დაატოვებინეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი დაფიქსირდა.

10:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი მცხეთაში დაფიქსირდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

ვარშალომიძე: მეორე ტურს აჭარაში რეალობის შეცვლა შეუძლია

აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" პირველი ნომერის ლევან ვარშალომიძეს განცხადებით, ქობულეთში ორი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც მარკირებიანი ადამიანი ხმის მიცემას მეორედ ცდილობდა.

10:00 საათის მონაცემბით, ქუთაისის 129-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი 7293 ამომრჩეველმა დააფიქსირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics