|
2016-10-30 12:25:16, 626 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო ოთარ კახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ცესკოს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრმა საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს უბრალოდ მიუთითა, გადაუკეცავი ბიულეტენი გადაეკეცა და კონვერტში ისე მოეთავსებინა: „მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელების მეშვეობით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ოთარ კახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენი შემოწმებით არ დადასტურდა. ცესკო-მ გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია და შედეგად მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრმა საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს მიუთითა, გადაუკეცავი ბიულეტენი გადაეკეცა და ისე განეთავსებინა შესაბამის კონვერტში“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ. მისივე განმარტებით, დილიდან 50-ე საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და თანასწორობის ცენტრის დამკვირვებელი უფლებამოსილებას ამეტებდნენ. „ისინი ხელს უშლიდნენ კომისიას საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში და მათ რამდენჯერმე მიეცათ გაფრთხილება. ამის შემდეგ მათ სააარჩევნო უბანი დაატოვებინეს“,-განაცხადა ცესკოს-სპიეკრმა. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, ასევე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას ხელი არ შეუშალონ. „ ჩვენ ასევე მივმართავთ ყველას თხოვნით, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ხელს უშლის და ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესს“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთო კახიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მარნეულის 50 უბანზე არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. კახიძის მტკიცებით, აღნიშნულ უბანზე არ ამოწმებენ მარკირებას, აგრეთვე კომისიის წევრი ხსნის კონვერტებს და ამოწმებს, თუ ვისთვისაა ხმა მიცემული.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)