13:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 14:21:19, 634 ნახვა

საზოგადოება
ენერგეტიკის სამინისტროს ფეხბურთის ფედერაციისთვის სუპერთასის არც ერთი ბილეთი არ მოუთხოვია

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ფეხბურთის ფედერაციისთვის სუპერთასის არც ერთი ბილეთი არ მოუთხოვია.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

„დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, ენერგეტიკის სამინისტროს არც ერთი ბილეთი არ მოუთხოვია“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველოში საჯარო გაყიდვებისათვის გამოყოფილი უეფას სუპერ თასის 22 089 ბილეთი სრულად გაიყიდა. გაყიდვები დღეს დილით 5:15 საათზე დასრულდა.

უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics