|
2026-04-22 12:04:27, 282 ნახვა
პოლიტიკა
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
უკრაინა „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნავთობის მისაღებად პირველი განაცხადი უნგრულმა ნავთობკომპანია MOL-მა უკვე გააკეთა. „MOL-მა უკვე გააკეთა განაცხადი პირველი ნაკადის მიღების შესახებ, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთს შორის თანაბრად განაწილდება“, - განუცხადა გამოცემას წყარომ. ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის სარემონტო სამუშაოები დაასრულა და ნავთობსადენის აღდგენა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების პაკეტის განბლოკვასთან დააკავშირა. ასევე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში მიიღებს. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის სესხის გამოყოფის საკითხს დღეს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)