19:15 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-22 13:00:31, 3639 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე

"ოცნების" გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ საკადრო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია. კახა კალაძის თქმით, კონკრეტული პირი შესაძლოა, "დღეს ერთ თანამდებობაზე იყო და ხვალ - მეორეზე", რაც, მისი თქმით, სრულიად ნორმალური პროცესია.  

მისი მტკიცებით, თანამდებობრივი როტაცია არ უკავშირდება კონკრეტული პირების მიმართ პრობლემებს და მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების უფრო ეფექტურ მუშაობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

გუნდში ხშირად ხდება ცვლილებები. აქ გასაკვირი არაფერია. ყველა სამსახურის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კონკრეტულ უწყებაში ან თანამდებობაზე იქნები. მთავარია, გააკეთო ის საქმე, რაც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ქართველ ხალხს. ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და შესაბამისად, ამ ადამიანების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა არის მნიშვნელოვანი. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო.

იქმნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შესაბამის უწყებებს - ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ უწყებების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს ან პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ. დღეს შეიძლება იყო ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე, ხვალ - მეორეზე. სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს, -  თქვა კალაძემ.

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ  გუშინ 21 აპრილს თქვა, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება. 

მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს.  საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება -  ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი].

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics