2024-01-29 10:17:32, 1420 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონი გავანადგურეთ
უკრაინამ, 29 იანვრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა.
"2024 წლის 29 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით (პრიმორსკო-ახტარსკიდან) Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, ვორონეჟის ოლქიდან "ისკანდერის" ტიპის ერთი, ხოლო დონბასიდან C-300-ის ტიპის სამი რაკეტა გაისროლეს.
საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული.
დრონები ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,