2021-05-20 13:42:13, 447 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეულ ცვლილებებთან ერთად, არსებული რეგულაციების დაცვით, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
„გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს -სკოლის დამთავრებას, ჩვენი რეგიონის ახლგაზრდები ღირსეულად პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში და ყველა ერთად ვიამაყებთ მაღალი შედეგებით. ქვეყანას სჭირდება თითოეული თქვენთაგანი თქვენი შესაძლებლობებით და გისურვებთ ამ შესაძლებლობების რეალიზებას", - აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),