13:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 18:12:34, 1041 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას - ვაქცინის მისაღებად მიმართეთ მალტას და დროზე უშველეთ ხალხს

მიმართეთ მალტას და დროზე უშველეთ ხალხს, - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მთავრობას და კორონავირუსის ვაქცინის მიღებისკენ მოუწოდებს.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინა, რომელიც ევროკავშირმა შემოიტანა.

„ახლა ყველა ჩვენგანისთვის მთავარი საკითხი არის, რომ საქართველოში დროზე შევიდეს ვაქცინა, რათა ყველა ჩვენი მოქალაქე დაცული იქნას ამ ძალიან მძიმე ვირუსისგან. კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას, იმედია მოისმენენ, არის ასეთი ევროკავშირის წევრი, კუნძული მალტა, ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა.

ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ. შეუძლებელია, რომ ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს? რატომ არ ინძრევით?“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics