თბილისის მერი დავით ნარმანია, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პრეზიდენტ ფოლკერ ლინევებერს და ვიცე–პრეზიდენტ ასტრიდ ფელნერს შეხვდა.
ჩინეთის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ქართული ღვინისა და ჩინური კულინარიის საღამო გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „ბეიფანძიედას“ მიერ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მეორე დღეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა.
მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, მდინარე აბაშისწყალში დაღუპული მაშველის, ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარი იპოვეს.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის განხილვა მოეწყო დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქოში) გეორგ ლეუკას შეხვდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More