10:52 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის მუნიციპალური საავტომობილო ბაზის პრეზენტაციას დაესწრო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო დიდ დიღომში, ახალი მუნიციპალური საავტომობილო ბაზის პრეზენტაციაში, რომელიც თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ შემადგენლობას მოემსახურება.

 

მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება ახალი.

 

მარგველაშვილი: პოლიტიკურად ისეთი გამოუცდელი არ ვარ, რომ საარჩევნო კამპანია ვერ დავგეგმო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია ლეგიტიმურია, მაგრამ პოლიტიკური ლეგიტიმაცია სხვა საკითხია. 

მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი 2017 - მზადების აქტიური ფაზა დაიწყო
საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. 

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ქვემო ქართლის ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევიტი ცენტრის სპეციალისტებმა, ქვემო ქარტილის რეგიონის 31 სოფელში ფერმერებს მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე მიაწოდეს ინფორმაცია. 

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ33-კმ40 (მოლითი-წიფა) მონაკვეთზე დასაშვებია 10 ტონამდე მასის, ხოლო კმ41-კმ51 (წიფა-ჩუმათელეთი) მონაკვეთზე 20 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ე.წ. ჭიაკოკონობაზე საბურავებისა და ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს,  ე.წ. ჭიაკოკონობაზე საბურავები და პლასტიკური მასალები არ დაწვან.

 

ფარავანი-როდიონოვკის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი თოვლი, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა), კოდაფარცხისიმანგლისიწალკანინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანი–როდიონოვკა ) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ, 12:00 საათიდან მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება

თეატრისა და კინოს მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის  გივი ბერიკაშვილის პანაშვიდი დღეს, 17:00 საათიდან გაიმართება მისამართზე - თამარაშვილის ქუჩა 19/ა (სადარბაზო პირველი, მეხუთე სართული).

 

ბრიუსელში საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმას დადებითად აფასებენ
19 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონი იხსნება
TBILISI OPEN AIR 2017 იწყება

ალთერ ვიჟენ ჯგუფი წარმოგიდგენთ, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს, TBILISI OPEN AIR 2017-ს. მსმენელის წინაშე წელს ARCHIVE, ANATHEMA, LENINGRAD, SEVDALIZA, ALEX.DO, OXIA, SOFT EJECT, YOUNG GEORGIAN LOLITAZ და კიდევ 20-ზე მეტი ქართველი არტისტი წარდგება.

 

ლევან იზორია: ლიტვასთან ერთობლივი წვრთნების პრაქტიკის გაგრძელების დიდი ინტერესი გვაქვს

საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ და რაიმუნდას კარობლისმა შეხვედრისას განხილული თემები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.

მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – ფარგლებში ონის, კასპისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა – 50-მდე კომპიუტერი და 30-მდე პრინტერი – გადაეცათ.

საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა  ხმაური იყო.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics