|
2017-04-11 19:28:32, 1724 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, ხმაური იყო. ლოჟაში მყოფმა მოქალაქეებმა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლები გააპროტესტეს. კერძოდ, მათი გაღიზიანება გამოწვია საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებმა, რომელიც შეიცავდა მერიის საქმიანობის კრიტიკას. ერთ-ერთმა პირმა, რომელიც საკრებულოს წევრი არ არის, ოპოზციის წარმომადგენლებს სიტყვითაც მიმართა. მედიის წარმომადგენლები დავინტერესდით, რა სტატუსით იმყოფებოდა ის საკრებულოს სხდომაზე. „მოქალაქის სტატუსით ვარ, ორი საათი ვუსმენდი და ტაშის დამკვრელი გვიწოდეს მოსახლეობას, ჩემს მეგობარს ჯაბა ჯიშკარიანს ვთხოვე, საშვი დაეშვა და შემოვედი, შეურაცხყოფას გვაყენებენ, აქ ტაშის დასაკრავად არავინ მოსულა“,-განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მოქალაქემ. საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რაც არ უნდა მძიმე მოსასმენი ყოფილიყო ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლები, მოეთმინათ და ხელი არ შეეშალათ საკრებულოს მუშაობისთვის. „ნუ ასხამთ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალს. თუ მობრძანდით მოსასმენად, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს ყველაფერი, მოისმინეთ“,-მიმართა მას რიმა ბერაძემ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)