05:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო.

 

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულება ძალაში შევიდა

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა.

 

ნოდარ ხადური: ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაედოს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ის ვერ ხედავს ვერანაირ საჭიროებას, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაედოს.

 

გიორგი მარგველაშვილი 12:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 12:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ის ეროვნული ბანკის შესახებ კანონში  ცვლილებებს ეხება. გამორიცხული არაა, მას პრეზიდენტმა ვეტო დაადოს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
დავით დონდუა პროგრამა CAPSTONE-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა
მთავრობა ათონელის რეზიდენციას კვლავ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთავაზობს

ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

 

დავით ებრალიძე საფრანგეთის თავდაცვის ახალ ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ებრალიძე საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის ახალ ატაშეს შეხვდა.

 

კალაძე: ეროვნულ ბანკზე ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები აშკარად  პოლიტიკურად მოტივირებულია.

 

გიორგი მღებრიშვილი: ლევან ბობოხიძე რეჟიმის დარღვევისთვის დასჯილი იყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილისთვის ლევან ბობოხიძის საქმეთან დაკავშირებით, შეწყალების კომისიის არგუმენტები მიუღებელია.

 

ბაქრაძე: რუსეთის წინააღმდეგ 19 ივნისს განხანგრძლივებულ სანქციებს საქართველო თავიდანვე შეერთებული იყო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის საბჭოს სანქციებს, რომელიც 19 ივნისს ერთი წლით გახანგრძლივდა, საქართველო თავიდანვე შეერთებული იყო.

 

პენსიონერის სოციალური მდგომარეობის შეფასების ინდექსი 1.1-დან 1.8-მდე გაიზარდა

პენსიონერების სოციალურ მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში მორიგი ცვლილება განხორციელა.

 

მღებრიშვილი მოსამართლის განცხადებაზე: არავის შემოძახილი არ მჭირდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საპატიმრო ადგილებში ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლება დაცულია.

 

დავით სერგეენკო: მარტოხელა პენსიონერების ნაწილის ასე დატოვება, შეცდომა იყო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა შეცდომა იყო.

 

კვირიკაშვილი: ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, სავალუტო ფონდის დამატებითი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმული დამატებითი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მღებრიშვილი: ფირცხალავა გლდანის მე-8 დაწესებულებაში მისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაიყვანეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტოროს ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა გლდანის მე-8 დაწესებულებაში მისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაიყვანეს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics