07:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 14:58:19, 335 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო: მარტოხელა პენსიონერების ნაწილის ასე დატოვება, შეცდომა იყო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა შეცდომა იყო.

ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"სოციალურად დაუცველების სისტემას მუდმივად სჭირდება მონიტორინგი და კორექტირება. ასევე კორექტირება ათობით მეთოდოლოგიაში, წინასწარ სრული მოდერნიზება ხშირად შეუძლებელია. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა შეცდომა, რა თქმა უნდა იყო. ეს იყო შეცდომა, რომ მარტოხელა პენსიონერები 2 თვის განმავლობაში ასე დარჩნენ. თუმცა ჩვენ დროული რეაგირება გავაკეთეთ, ეს გამოსწორდება და ეს თანხები მათ აუნაზღაურდებათ.",-განაცხადა სერგეენკომ. 

შეგახსენებთ, მთავრობის  გადაწყვეტილებით, მარტოხელა პენსიონერების სოციალური შეფასება გაზრდილი კოეფიციენტით განხორციელდება და მოხსნილი დახმარება აუნაზღაურდებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics