ხელისუფლება 2012 წლის ნოსტალგიაში ჩარჩა - პოლიტოლოგები „ოცნების“ სამ წელს აფასებენ
მოსმენებთან დაკავშირებული პრობლემები, საარჩევნო კოდექსის ვერმოგვარება, პრობლემები მართლმსაჯულებასა და სამართალდამცავ ორგანოებში, ინსტუტუციური პრობლემები, - ეს არასრული ჩამონათვალია იმის რაც ქართველი პოლიტოლოგების შეფასებით ქვეყანას „ქართული ოცნების“ მმართველობის სამი წლის თავზე ისევ აწუხებს. პოლიტოლოგები იმასაც უსვამენ ხაზს, რომ „ოცნებამ“ წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სისტემის დემონტაჟი ვერ მოახერხეს.