09:14 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 18:17:34, 465 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ

ამ 3 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, დამთავრებული კანონის უზენაესობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პრემიერი აცხადებს, საქართველო დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ იყო.

„2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ დღეს კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხთან ერთად, მშვიდობიანი არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება და გაიმარჯვა ძალადობაზე. დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიისაკენ, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი მოქალაქეებისგან შემდგარი ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს ხელისუფლების შიში, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია თავისი ხალხის წინაშე. ამ 3 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით,დამთავრებული კანონის უზენაესობით. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ შეჩერებას. ჩვენ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და წინ კიდევ ბევრი მუშაობა გველის. მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება ხალხთან ერთად ააშენებს ნამდვილად დემოკრატიულ, განვითარებულ და ძლიერ ქვეყანას“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics