საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქ. ზაარბრიუკენს ეწვია, სადაც მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ქ. ზაარბრიუკენის მერთან შარლოტე ბრიცისთან.
ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება პოზიტიური მიზნების გარშემო, დავძლიოთ პოლარიზაცია და მივაღწიოთ კონსენსუსს საზოგადოებაში და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შორის, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დაიშლება თუ არა კოალიცია „ქართულ ოცნება“ არ ვიცი, მაგრამ გუნდში კოალიციის დაშლაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, რენო სალენსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
"ჩემი თანაგუნდელი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დამიჭერს ამ გადაწყვეტილების მიღებაში და შევეწინააღმდეგები ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ იქნება ჩემი თანამოაზრე",-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.
თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს საკრებულოს სხდომაზე დღეს განიხილავენ. ცვლილებები კომუნალურ ვაუჩერებს შეეხება და გამოყოფილი 45 მილიონი ლარის 13 მილიონზე მეტით შემცირებას გულისხმობს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში ვიზიტი შეაჯამა და აღნისნა, რომ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ გერმანია საქართველოს განვითარების, ასევე მისი ევროინტეგრაციის მხარდამჭერია.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პროკურატურას მოუწოდებს საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმე ეფექტურად გამოიძიოს, რათა ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More