|
2016-02-26 10:32:20, 417 ნახვა
პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე: ჩემი თანაგუნდელი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დამიჭერს ამ გადაწყვეტილების მიღებაში
"ჩემი თანაგუნდელი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დამიჭერს ამ გადაწყვეტილების მიღებაში და შევეწინააღმდეგები ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ იქნება ჩემი თანამოაზრე",-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა. ჩაფიძე "ქართულ ოცნებას" იმ პირობებს უყენებს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გუნდში დარჩება. ჩაფიძე ერთის მხრივ იმ შეღავათების შენარჩუნებას ითხოვს, რომლებიც მეშახტეებს ჰქონდათ, ხოლო მეორეს მხრივ- მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების შეტანას. "რა თქმა უნდა მაქვს საკუთარი პირობები. ჩემთვის მთავარია შედეგის მიღწევა. ერთის მხრივ იმ შეღავათების შენარჩუნება, რომლებიც ჰქონდათ მეშახტეებს, ხოლო მეორეს მხრივ მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების შეტანა. ჩემი თანაგუნდელი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დამიჭერს ამ გადაწყვეტილების მიღებაში და შევეწინააღმდეგები ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ დამიჭერს მხარს. ბატონი ნოდარ ხადური, ბატონი გიორგი ვოლსკი ამ პრობლემასთან დაკავშირებით არიან საქმის კურსში 14 დეკემბრიდან, ვსაუბრობ, ვწერ, არაა სასიამოვნო, როცა გგონია, რომ შენი შიდა კომუნიკაცია არ ესმით, ამიტომ გახდა საჭირო გარე კომუნიკაცია",-განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)