|
2026-04-23 20:20:31, 281 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთმევა ქონება და გადაეცემა სახელმწიფოს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა. ამავე საქმის ფიგურანტებს - თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავასა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას ვასილ მხეიძეს მოსამართლემ 8-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. *** საქმის დეტალები: ბრალდება: ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავებიან. გამოძიების მიხედვით, მათ გორის ჰოსპიტლისთვის ტომოგრაფის აპარატი ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეიძინეს. ფულის ლეგალიზაცია: ყოფილ მინისტრს ასევე ბრალად ედება დაუსაბუთებელი შემოსავლების შენიღბვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 000 ევროდ სახლისა და მიწის ნაკვეთის შესასყიდად. ქონების ჩამორთმევა: პროკურატურის ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უკვე ჩამოერთვა დაახლოებით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების ქონება. სხვა ეპიზოდები: საქმეში ფიგურირებს ვასილ მხეიძის მიერ გორში მოწყობილი სიგარეტის არალეგალური ქარხნის ეპიზოდიც, საიდანაც 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო პროდუქცია ამოიღეს. ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის უწყებას 2021-2024 წლებში ხელმძღვანელობდა. 8 აპრილს პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლისძმას, ვასილ მხეიძესა და ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა. საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ერთ ბრალდებულთან - თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)