ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატო-ს უფრო მეტ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, ვიდრე ალიანსის სხვა რომელიმე პარტნიორი ქვეყანა, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.