|
2016-05-24 14:46:01, 540 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ჯეიმს აპატურაის შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წამომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო უფრო მეტ შეხვედრაში იქნება წარმოდგენილი, ვიდრე სხვა პარტნიორები „შეხვედრაზე ვარშავის სამიტისთვის მზადებაზე გავამახვილეთ ყურადღება. აღვნიშნავ, რომ მზადება, მათ შორის საქართველოს ჩართულობით, ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს. საუბარი ძირითად, სამ ელემენტზეა გამახვილებული: პირველი, ჩვენ ვმუშაობთ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილების განხორციელებაზე, მეორე, ეს არის ახალი ინიციატივები და იდეები საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ ჩვენთან თანამშრომლობით. მესამე, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობაა. სამიტის შემდეგ, საქართველო უფრო მეტ შეხვედრაში მეტად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე სხვა პარტნიორები“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს. "შეხვედრის ძირითადი თემა, ვარშავის სამიტისთვის მზადება იყო. საქართველო ემზადება, რომ წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი, როგორც პოლიტიკური ისე პრაქტიკული კუთხით, ვარშავის სამიტზე იყოს აღიარებული. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, იმისთვის რომ მოვემზადოთ წევრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. აქედან გამომდინარე სწორედ ეს პრაქტიკული ინსტრუმენტები უნდა გავაძლიეროთ ვარშავის სამიტზე, იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა განმტკიცდეს და თავსებადობა ნატოს ძალებთან უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს", - განაცხადა ბაქრაძემ. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და მას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, უილიამ ლაჰიუც ესწრებოდა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)