უსუფაშვილი: ”რესპუბლიკელი” მინისტრების მიერ დაწყებული საქმეების დასრულებას გარკვეული დრო სჭირდება
ძალიან მალე „რესპუბლიკური პარტია“ გააკეთებს მკაფიო და ზუსტ განცხადებას, ეს არის დღეების საქმე და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრების მხრიდან თანამდებობის დატოვებას შეეხებოდა.