01:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 17:54:55, 555 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და "გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის"  წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, "გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფი" 2014 წელს უელსის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების ინიციატივით შეიქმნა.  ჯგუფი მიზნად ისახავს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ალიანსმა გააერთიანა ხუთი ყველაზე თავსებადი ქვეყანა საქართველო, ავსტრალია, ფინეთი, შვედეთი, იორდანია.

"გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის" შეხვედრას წელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინიც შეუერთდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცების გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტერორიზმთან ბრძოლას, საზღვაო უსაფრთხოებასა და არასტაბილური მდგომარეობით გამოწვეული მიგრაციის კრიზისს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  ხაზი გაუსვა ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და მიესალმა მოკავშირეების ძალისხმევას, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გათვალისწინებული სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, გაზარდონ პარტნიორი ქვეყნების თავდაცვითი და უსაფრთხოების შესაძლებლობები.

"გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის"  შეხვედრა ვარშავის ოპერის თეატრში, სამუშაო ვახშმის  ფორმატში წარიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics