01:15 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ბოკერია: ვენეციის კომისიამ იმ საკითხებზე გაამახვილა კრიტიკულად ყურადღება, რაც საზოგადოებას და პარტიებს აწუხებდა
გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის შესახებ, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის შესახებ, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

მიხეილ ჯანელიძემ თეთრ სახლში შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში შეხვედრები გამართა. 

დავითაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში ცვლილებები იმ უცხოელებს არ შეეხება, ვინც სახნავ-სათეს მიწებს უკვე ფლობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, კონსტიტუციაში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ცვლილება, იმ უცხოელებს არ შეეხებათ, ვინც საქართველოში უკვე ფლობენ მიწას.

 

სუბარი: ჰილარი კლინტონს საარჩევნოდ ინტერნეტიზაციის იგივე პროგრამა ჰქონდა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა პირველად კონსტიტუციით დარეგულირდება.

 

ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეესაბამება ჩვენს მიდგომებს

ვენეციის კომისიის წინასწარი რეკომენდაციები მმართველი გუნდის მიდგომებს შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა
 

სუბარი: სამთავრობო ცვლილება ნამდვილად მოსალოდნელია, რადგან ერთ-ერთი მინისტრი მერობის კანდიდატი იქნება
მიშველაძე: პრეზიდენტის ლანძღვა გარკვეულ პოლიტიკურ ტრენდად იქცა

„სამი თვეა პარლამენტის თავმჯდომარისგან მუდმივად გვესმის ლანძღვა და შეურაცხყოფა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ“,-ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებასთან. 

 

ტუღუში მიწების გასხვისების საკითხზე: ქართულ მიწას ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და წაიღებს

,,ეს იყო ერთ-ერთი პოპულისტური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან. ქართულ მიწას რეალურად ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და წაიღებს,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა მიწების გასხვისების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმი გამოცხადდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმი გამოცხადდება. 

ევროკავშირთან დაძმობილების პროექტმა საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარებას ხელი შეუწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ 7 ივნისს ევროკავშირთან დაძმობილების (TWINNING) პროექტის − „ელ-მმართველობის განვითარება საქართველში II“  − დახურვის ოფიციალური ღონისძიება გამართა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. 

პრემიერი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვაზე: ეს ჩანაწერი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის მოთხოვნას ეხმიანება

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა  გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით,  სწორედ ასეთი ფორმულირება ექნება კონსტიტუციაში სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვას.

 

მთავრობა კომისიას მიმართავს, კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ მიწის შეძენა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ შეეძლებათ

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება,  საკონსტიტუციო კომისიას მიმართოს,  კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე შესაძლებელი არ იქნება. 

 

კობახიძე: არ მიკვირს, რომ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას თავს არიდებს

ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი კონსტიტუციასთან მიმართებით და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძე: კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი გახდება მტკიცე გარანტია, რომ ქართული მიწები საქართველოს სახელმწიფოს დარჩეს

„კონსტიტუციის ახალი ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

აშშ-ის სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც გმობს ევროპაში, მათ შორის საქართველოში რუსეთის ქმედებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics