02:07 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 10:09:42, 1839 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც გმობს ევროპაში, მათ შორის საქართველოში რუსეთის ქმედებებს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს (S. 1221), რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ/მიმდინარე ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.

ინფორმაცის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.კანონპროექტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს და მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება, ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ასევე, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული/მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს.

აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, 90 დღის ვადაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რათა ადმინისტრირება გაუწიოს რუსეთის ზეგავლენის აღსაკვეთად შექმნილ ფონდს და წინ აღუდგეს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს.    
შემდგომ ეტაპზე ზემოხსენებულ კანონპროექტს კენჭს უყრიან აშშ-ის სენატის პლენარულ სხდომაზე. კენჭისყრის კონკრეტული ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics