აბაშიძე: რუსეთთან გარკვეული ურთიერთობები აღდგა, თუმცა ეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მის პოლიტიკაზე არ აისახა
„პრაღის ფორმატზე ითქვა, რომ გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან აღდგა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ურთიერთობები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის პოლიტიკაზე არ აისახა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.