14:12 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-09 14:42:04, 2512 ნახვა

პოლიტიკა
სოფიო ქაცარავა: ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან ანექსია კვლავ გრძელდება

მინსკში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა პლენარულ სხდომაზე გამოვიდა და ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართა.

 ქაცარავამ ეუთოს სივრცეში უსაფრთხოების, ტერორიზმის და სხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა.

 სოფიო ქაცარავა  საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვის ფაქტსაც  გამოეხმაურა და აღნიშნული ქმედებები დაგმო.

„მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისა, რუსეთის მხრიდან ანექსიის განგრძობადობის  ფაქტები კვლავაც გრძელდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება ადამიანის უფლებების ხელყოფა და ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების,  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საშუალება არ ეძლევა. იმედს გამოვთქვავ, ეუთოს ფარგლებში მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ორმხრივ, მრავალმხრივ და რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში უსაფრთხოების, სტაბილურობის, საერთო გამოწვევების და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმევა და შესაბამისი შედეგი მიიღწევა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

გამოსვლის დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დიალოგის ფორმატის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევების დაძლევაში ასამბლეისა და პარლამენტარების როლზე ისაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics