2020-02-26 12:43:41, 1069 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე - ყველაფერი ისე ჩატარდება, რომ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება შევასრულოთ
„ყველაფერი ისე ჩატარდება, რომ ჩვენს კანონმდებლობაა პატივი მივაგოთ და თან შევასრულოთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არაა.
„ზედმეტი აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ საჭირო არაა და არც ჩვენს ინტერესებში შედის ეს. ყველაფერი ისე ჩატარდება, რომ ჩვენს კანონმდებლობაა პატივი მივაგოთ და თან შევასრულოთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება. სად გამიართება, როგორ გაიართება დღის ბომდე გახდება ცნობილი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძმე.
ცნობისთვის, დღეს გადაწყდება რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვა თუ სტრასბურგში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,