|
2020-02-25 11:53:47, 1480 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე საბჭოთა ოკუპაციაზე - არც ერთ თაობას არ უნდა დაავიწყდეს, რა გააკეთა საბჭოთა რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში
„არც ერთ თაობას არ უნდა დაავიწყდეს, რა გააკეთა საბჭოთა რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაღუპული იუნკერები საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი მამები არიან. „ეს ადამიანები არიან არა მარტო დამფუძნებელი მამები, აქ ჩ ვენ ვნახავთ გერმანელებს, რუსებს, სომხებს, ოსებსა და ა.შ ის რომ რუსეთი ფედერაცია მაშინ საბჭოთა კავშირის სახით შემოვიდა, ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა და ეს მრავალეთნიკური, მრავალპატიული ასამბლეა, ესაა ძალიან კარგი მაგალითი იმისა და კარგად უნდა გვახსოვდეს თუ როგორ შეიძება რუსეთმა შეცვლაოს ქვეყანა ანექსიისა და ოკუპაციის მერე. ეს არც ერთ თაობას არ უნდა დაავიწყდეს, რა გააკეთა საბჭოთა რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშაც დაეშვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)